Главная » 2015 » ნოემბერი » 15 » 3 წლიდან 5 წლამდე პატარების სწორედ განვითარების სტადიები
18:23
3 წლიდან 5 წლამდე პატარების სწორედ განვითარების სტადიები

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, პატარები განვითარების საფეხურების ან სტადიების მიხედვით ჯგუფდებიან. ყოველ სტადიაზე პატარა თავისი ასაკის ბავშვისათვის დამახასიათებელ საერთო თვისებებს ავლენს. 

 

3 წლის ასაკის ბავშის ტიპიური თვისებები:
 


სამიდან ოთხ წლამდე ასაკში ბავშვები ცელქები, მოყვარულები და ამავე დროს უხეშები არიან. ისინი იბრძვიან და ცდილობენ გარე სამყაროში გარკვევას. მათ ჯერ უჭირთ ფანტაზიასა და რეალობას შორის საზღვრის გავლება.  თუმცა ამ ასაკში ისინი უკვე იწყებენ გაცნოებირებას, რომ მათ ყოველ ქმედებას გარკვეული შედეგი მოსდევს და თავადვე სწავლობენ, როგორ დაუდონ ზღვარი ზოგიერთ საკუთარ ქცევას. ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები  წუთით თუ ძალზე მიმდობნი და მოყვარულნი არიან, მეორე წუთში მომთხოვნები და მბრძანებლები ხდებიან.
 
სამი წლის ასაკში ბავშვს სწრაფად უვითარდება მეტყველება და ბავშვური ტიტინი რთული აღწერითი წინადადებებით იცვლება. ამ ასაკის ბავშვები ხშირად ხმამაღლა ესაუბრებიან საკუთარ თავს თამაშის ან რაღაც საქმიანობის პროცესში. მათ განსაკუთრებულად მოზღვავებული ენერგია აქვთ. ამ პატარების ყურადღება ჯერაც უნებური, ანუ გაფანტულია. ამიტომ ისინი სწრაფად გადადიან ხოლმე ერთი აქტივობიდან მეორეზე. მათი თამაში ერთდროულად პარალელურიც არის და სოციალურიც. ხშირად მასწავლებელი პირველი უფროსი ადამიანია, ოჯახის წევრების გარდა, რომლის მიმართაც ბავშვს შეჩვევისა და სიყვარულის გრძნობა უვითარდება. 

 

ოთხი წლის ასაკის ბავშის ტიპიური თვისებები:

 

ოთხიდან ხუთ წლამდე ასაკში ბავშვები ხშირად მზად არიან ახალი ამოცანებისა და დაბრკოლებების გადალახვისათვის. უმცროსი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებით ეს ჯგუფი რთულ, ერთობლივ თამაშებში მონაწილეობს. მათ უკვე შეუძლიათ გამოხატონ  აღფრთოვანება და ისაუბრონ საკუთარ თუ სხვათა გრძნობებზე. ამ ასაკში ბავშვები ცდილობენ ქცევის საზღვრების დარღვევას და უკვე შეუძლიათ გააცნობიერონ საკუთარი საქციელი. ისინი თვითონ სიამოვნებით იტყუებიან, მაგრამ ძალიან ბრაზდებიან თუკი ტყუილში უფროსებს გამოიჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის პატარის ყურადღება გაფანტულია და ხანმოკლე, თუკი რამე განსაკუთრებით აინტერესებთ, დიდი ხნით ყურადღების მოკრება შეუძლიათ. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ ერთი აქტივობის განზოგადება და ამ ზოგადი სახის მეორე აქტივობაში გადატანა.

ამ ასაკში ბავშვები ძალიან დიდ ინტერესს ამჟღავნებენ საკუთარ და სხვათა სხეულისადმი და შესაძლოა, ამ ინტერესისგან გამომდინარე, ჭრილობაც კი მიაყენონ საკუთარ თავს ან დაშავდნენ. მათ ახასიათებთ შიშები, კოშმარული სიზმრები.

ამ ასაკის ბავშვების მოტორული განვითარება ძალზე სწრაფად ხდება. მათ განუწყვეტლივ შეუძლიათ ფიზიკურად ივარჯიშონ. უსაზღვრო ენერგია აქვთ, მათი ლექსიკონი გაცილებით მდიდარია, ისინი წარმოთქვამენ სტრუქტურულად გამართულ, ჩამოყალიბებულ წინადადებებს და გრამატიკულ სირთულეებსაც კარგად ართმევენ თავს. 

 

ხუთი წლის ბავშის ტიპიური თვისებები:

 

ხუთიდან ექვს წლამდე ასაკში პატარა ძალიან საყვარელია და ყველანაირად ცდილობს უფროსებს ასიამოვნოს. ისინი ძალზე გულღია სოციალური არსებები არინ და ხშირად სამ-ოთხ მეგობართან ერთად თამაშობენ. ამ ასაკში ბავშვები უპირატესობას თავისივე სქესის ამხანაგებს ანიჭებენ. მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ იუმორის გრძნობა, უყვართ სულელური ანეკდოტების გამოგონება და განუწყვეტელი ოხუნჯობა. ასევე, უყვართ სხვადასხვა თამაშები, მაგრამ სურთ,  მუდამ თვითონ იყვნენ გამარჯვებულნი. ამიტომაც, ხშირად არღვევენ თამაშის წესებს თავის სასარგებლოდ. 

ამ ასაკში მათ ხანგრძლივი დროით შეუძლიათ ყურადღების მოკრება. აგრეთვე ამ ასაკში ვითარდება კომპლექსური აზროვნება და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. ანუ ბავშვს შეუძლია კონკრეტულ დავალებას ჩაუღრმავდეს და ძალღონეს არ იშურებს, რომ შედეგი შეესაბამებოდეს მის მიერვე დადგენილ სტანდარტებს. ხუთი-ექვსი წლის ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი აზრების გამოთქმა და სიტყვებით თამაში. მათი მეტყველება საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. ისინი რთულ წინადადებებს ამბობენ, საუბრობენ, ხშირად, თავად ასწორებენ დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებს.
 
ამ ასაკის ბავშვები ძალზე მოძრავნი არიან და უყვართ ტანვარჯიში და ორგანიზებული სპორტული თამაშობები. მათი მოტორული განვითარება გაცილებით მაღალ დონეს აღწევს. ისინი თვითონ იცმევენ ტანსაცმელს, ჭრიან, ხატავენ, წერენ. ამ ასაკში ბავშვებს უკვე ახსოვთ წარსული, ხშირად იხსენებენ ამბებს, რომლებიც მაშინ მოხდა, როდესაც ისინი „პატარები“ იყვნენ. 

ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ქცევა დათმობასა და ოპოზიციონერობას შორის მერყეობს. ისინი ზუსტები და კონკრეტულები არიან. უყვართ კონსტრუქციების აგება და თანმიმდევრულობა.      

Категория: რჩევები | Просмотров: 2315 | Добавил: popularsge | Теги: 3 წლიდან 5 წლამდე პატარების სწორედ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar