Главная » 2016 » ნოემბერი » 25 » 12 მოდის წესი, რომლის წყალობითაც ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებით
13:35
12 მოდის წესი, რომლის წყალობითაც ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებით

ერთხელ კარლ ლაგერფელდმა თქვა: „არასოდეს განვსჯიდი ქალებს, რომლებსაც კარგი ცხოვრება უნდათ, მე მხოლოდ არ მესმის კაცების, რომლებიც ჩვინიან, რომ ქალებს მხოლოდ ფული უნდათ... და თვითონ ხომ უყურებენ მოვლილებს, ლამაზ კაბებში, გრძელთმიანებს, რომელთაგანათ სასიამოვნო პარფიუმერიის სუნი მოდის და რომლებსაც ხელებზე მოხდენილი მანიკიური აქვთ გაკეთებული... ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს... სისულელეა! სილამაზე ითხოვს ფულს!“

დიდი მოდელიორი ბევრ რამეში მართალია, ქალი ხომ მართლაც დიდ ძალასა და ფულს დებს იმაში, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.  ლამაზი სქესის ყველა წარმომადგენელი ცდილოს, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მიიღოს მაქსიმუმი. თქვენს წინაშეა წესები, რომელსაც პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება. 


1.    სტილი

მოახდინეთ გემოვნების დემონსტრირება და არა ნათელი ან ძვირადღირებული ნივთების. სტილი ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე მოდა. ზუსტად ის გაძლევთ უნიკალურობას. ბრჭყვიალა თვლების, აჟურული კოფტების, ბანტებისგან და  საშინელი ვარდისფერისგან უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ. ისინი საყვარლად გამოიყურებიან, მაგრამ არ შეგიქმნიან ძვირფას და ძვირადღირებული ჩაცმის სტილის შთაბეჭდილებას.

  
2.     დეტალები



დაე, ყველა ჩაცმულობაში გქონდეთ რაღაც ლამაზი დეტალი, რომელიც გამოგყოფთ სხვა დანარჩენებისგან. ეს შესაძლოა იყოს უჩვეულო აქსესუარი, უჩვეულოდ შემოხვეული შარფი ან თუნდაც ლამაზი გულსაბნევი. 


3.    თავის მოვლა და სწორი ფასონი

მოვლილი უნდა იყოს, როგორც ჩაცმულობა, ისე მისი მეპატრონე. გაიკეთეთ ბუნებრივი ვარცხნილობა (ან დაივარცხნეთ თქვენთვის შესაბამის სტილში) და აკურატული მანიკიური. მოწესრიგებული ფიგურა და ნაზი კანი ნებისმიერ ჩაცმულობას გამოადგება სამკაულად. 


4.    ნაკლები ლოგოტიპები, მეტი ხარისხი



კარგი გემოვნებისა და პეწის ნიშანი ხარისხიანი ნივთების არჩევანია, ლოგოტიპები, რომლებიც არ არის გამოსაჩენ ადგილას. საიდუმლოს არავის წარმოადგენს,  რომ ხარისხიან ფეხსაცმელსა და ჩანთას შეუძლია უბრალო ჩაცმულობაც კი ძვირფასი გახადოს.  შეეცადეთ, თავი აარიდოთ 100 %-იან სინთეტიკას. ასევე, ერიდეთ ცნობილი ბრენდების კოპიებს. 


5.    სამკაულები



ბიჟუტერიას ატარებენ ძალიან უზრუნველი ხალხიც კი. ეს ძალიან კარგი საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატავად. მთავარი წესი _ ბიჟუტერია არ უნდა ბაძავდეს რომელიმე იუველირულ ნაკეთობას. 


6.    კლასიკა

კლასიკა - ეს საუკუნის სტილია. თუ თქვენ მისი მომხრე ხართ, მაშინ ისე, როგორც არავის მოგიწევთ ყურადღება გამოუყოთ ტანსაცმლის ხარისხს. რაც უფრო უკეთესია  ნაჭერი, მით უფრო ძვრადღირებული ნიმუში იქმნება. კლასიკური ნივთები იაფფასიანი მასალებისგან, არასოდეს გაგხდიან ელეგანტურს. 

სხვაობა სახეზეა:



7.    ბეწვი



ატარო ხელოვნური ბეწვი ახლა საერთოდ არაა სამარცხვინო. ბევრი დიზაინერი გვთავაზობს ასეთ მოდელებს.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია ცხოველთა დამცველებისათვის და მათთვის, ვისაც არ შეუძლია თავს ნატურალური ბეწვის ყიდვის უფლება მისცეს. მაგრამ არასოდეს არ აირჩიოთ ხელოვნური ბეწვი, გადაღებილი ისე, როგორც ბუნებრივი. უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ და უჩვეულო ელფერს. 


8.    ნივთების ღირებულების გაზრდა



დიზაინერების ბევრი ნივთი ძალიან უბრალო ფასონის არის. ძალიან ადვილია შენი ნივთები გადააქციო უფრო ძვირადღირებულად, უბრალოდ, ამისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფურნიტურა შეცვალოთ გაცილებით ნატიფითი და დახვეწილით. ასევე,  შეცვალოთ ჟაკეტის  უბრალო ღილები სხვდასხვა მეტალის ღილებით ან გაალამაზეთ პიჯაკის ნაკეცი მოდური კანტით.

 
9.    ტრენდები



ნუ დასდევთ სეზონზე ახალი მოდური ნივთების შეძენას. გარდერობი შეავსეთ თქვენ სტილთან შეთანხმებით. ტრენდში უკვე იგულისხმება, რომ ასე ბევრი იცვამს. ეს ფასდაუკლებს თქვენს ინდივიდუალურობას. 


10.    ხარისხი



ნუ დაუწყებთ დევნას ხარისხიან ნივთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კარადა გაივსება და ჩასაცმელი კი არაფერი გექნებათ. დაე, ყველა ნაყიდი ნივთი ნუ იქნება შემთხვევითი. ყველა ნივთნა მომგებიანად უნდა გაუსვას ხაზი თქვენს სილამაზესა და გემოვნებას. 


11.     ზომიერების გრძნობა



არ გადააჭარბოთ სამკაულებით, დეტალებით, მაკიაჟით, თმის ლაკის ბრწყინვალებით, ფრჩხილების დიზაინით. დაე, ჩაცმის ერთ სტილში ერთი აქცენტი გქონდეთ, სხვა შეგიძლიათ სხვა გასვლითი დღისთვის შემოინახოთ. არ ღირს გაიკეთოთ ყველაფერი ერთად და უცებ. 


12.     მიწოდება



ერიხ მარია რემარკი: „იაფფასიანია მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავში დაურწმუნებლად ატარებენ“. 

არ ჩაიცვათ ის, რაშიც თავს კარგად არ გრძნობთ. ესე იგი ეს თქვენი არაა. ეძებეთ თქვენი თავი ტანსაცმელში. ტანსაცმელში თავს უნდა გრძნობდეთ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ღირსეულად. შეეცადეთ, ისწავლოთ თქვენი თავის ლამაზად წარმოჩენა, მაგრამ არ აიკვიატოთ და არ იყოთ ქედმაღალი. წარმოსადგენობა თავის თავში დარწმუნებული ადამიანის მოხდენილი სიარულის მანერა, მსუბუქი ღიმილი, ზრდილობიანი და ალერსიანი მოქცევაა, ეს ყველაფერი კი წარმატების საწინდარია.

 

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ




ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

 




 

Категория: სილამაზე | Просмотров: 3731 | Добавил: popularsge | Теги: რჩევები, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar