Главная » 2019 » ოქტომბერი » 29 » 11 თვისება, რომელიც დაბალი თვითშეფასების ქალებს გამოარჩევთ?
10:34
11 თვისება, რომელიც დაბალი თვითშეფასების ქალებს გამოარჩევთ?

ადამანისთვის თვითშეფასება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც გულისცემა, სისხლის მიმოქცევა, ტვინის მუშაობა და თუნდაც ჯანმრთელი სახსრები.


თვითშეფასება ერთ-ერთი ის ელემენტია, რომელიც ადამიანის ჯანსაღ არსებობას უზრუნველყოფს. თუ პიროვნებას ამ უკანასკნელში პრობლემები აქვს, მაშინ მის ცხოვრებაში არაფერი ხდება, ან ერთი და იგივე ადგილას ტრიალებს, შესაძლოა, წინ ვერ მიიწევს, ანდა უფრო მეტიც, უფსკრულში ვარდება.


აქვე უნდა გითხრათ, რომ დაბალი თვითშეფასების ქალბატონები ყოველთვის ირჩევენ ცხოვრების მეგზურად ადამიანს, რომელიც ცუდად ექცევათ მათ. ეს მამაკაცი შესაძლოა იყოს ალკოჰოლი, ლოთი, ნარკომანი, ბაბნიკი, მოღალატე ... ანუ პიროვნება, რომელიც დაამცირებს, ცემს, არ დააფასებს ქალის გრძნობებს და მას, როგორც პიროვნებას გაანულებს. დიახ, ქალები, რომლებსაც თვითშეფასებასთან პრობლემები აქვთ, სწორედ ასეთ მამაკაცებს იზიდავენ და რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდნენ, შედეგი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც ერთი და იგივე იქნება.


მაშ ასე, გთავაზობთ 11 პუნქტს, რომელშიც ჩამოთვლილია ის თვისებები, რომლებიც ამ ტიპის სუსტი სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ. ეს სია მომზადებულია ფსიქოლოგის, კრიზისული ოჯახის კონსულტანტის, ექიმის, ქოუჩის, ტელე-წამყვანისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრენინგის ავტორის, მარკ ბარტონის ნამუშევრების მიხედვით.

 

1. თვისება შეადარო თავი ირგვლივმყოფებს შენთვის არც ისე საუკეთესო მხრიდან.


აქ იგულისხმება გოგონა, რომელიც მუდმივად პოულობს თავის თავში ნაკლს, მიიჩნევს, რომ ნაკლებად ლამაზი, ნაკლებად ნიჭიერი, ნაკლებად ბედნიერი, ასევე, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ არ იმსახურებს სიყვარულსა და კარგ დამოკიდებულებას ირგვლივმყოფებისგან.



2. საკუთარი თავისადმი სიბრალული. ფიქრებში ხშირად თავისი ცხოვრებიდან უიღბლო მომენტების ტრიალი და უძლურობის განცდა.


საუბარია საკუთარ თავში მუდმივ ძიებასა და ქექვაზე: „მამაკაცმა მიმატოვა, დედას არ ესმის, სამსახურში არ მაფასებენ“ და ა.შ.



3. გაუთვითცნობიერებლად არჩევა მამაკაცის, რომელიც ცუდად ექცევა.


4. ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა უყვარდეთ, ეჭქვეშ აყენებს საკუთარი პიროვნების მნიშვნელობას და ამასთან, ძალიან ესაჭიროება სიყვარული.


5. შიში ახალი ურთიეთობებისა და ნაცნობობის წამოწყებისა.


ეს პუნქტი ეხებათ მათ, ვისაც ვინმეს წინაშე გახსნისა და საკუთარი თავის გამოვლენის შიში აქვთ. დაიღალნენ მოჩვენებითი საქციელებით.



6. რთული და მნიშვნელოვანი საქმეების „შორეული პერსპექტივისთვის“ გადადება.


იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ, სურთ, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ, ადგილიდან არ იძვრიან.


7. შიში დასახული ამოცანისათვის თავის ვერ გართმევისა, შეცდომის დაშვებისა და ირგვლივმყოფებისგნ ცუდი შეფასებისა.


8. განცდა მომატებული შფოთვის, ოფლიანობა, ხელების კანკალი, გაძლიერებული გულის ცემა, მოსალოდნელი საფრთხის მუდმივი შეგრძნება.


9. უარის ვერ თქმა (არ შეგიძლიათ) მაშინაც კი თუ ეს ეწინააღმდეგება თქვენს შეხედულებებსა და ფასეულობებს.



10. მკვეთრი რეაგირება კრიტიკაზე, თითქოს შეურაცხყოფას ღებულობდეთ.


ამ პუნქტში იგულისხმება მძაფრი რეაქცია კონსტრუქციულ კრიტიკაზე.


11. უჩინრობა


საუბარია ადამიანზე, რომელიც ცდილობს იყოს უჩინარი, მოკუზული დადის, მოძრობისას შებოჭილობას გრძნობს, ღებულობს „დახურულ პოზებს“.

იმისათვის, რომ ქალს ჰქონდეს წინსვლა და უკეთესობა პირადში, კარიერაში თუ ირგვლივმყოფებთან ურთიერთობაში, საჭიროა გაანალიზოს საკუთარი თვითშეფასების პრობლემა, გაათვითცნობიეროს საიდან მოდის ეს ყველაფერი და იმუშაოს მასზე. სასურველია, ფსიქოლოგთან ერთად. თუ გაინტერესებთ მსგავსი თემები, მოგვწერეთ კომენტარებში და შემდეგ თემად შემოგთავაზებთ სტატიას _ „საიდან მოდის ქალების დაბალი თვითშეფასება?“, რომელიც არამხოლოდ ზრდასრულ ქალბატონებს, არამედ გოგონების დედიკოებს და მომავალ დედებსაც გამოადგებათ, რათა გაცილებით ჯანრთელი და უკეთესი იყოს ჩვენი გარემო.


ჟურნალისტი რია ლიდი

 
 
 
 
 
ინტერნეტ ჟურნალი Populars.ge

მასალას აქვს დამატებული "ციტატის გაზიარების" ფუნქცია

საიტზე შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენს მიერ მოწონებული ფრაზა და ფეისბუქის გვერდზე გააზიაროთ.



   რა შეცვლის ხასიათს?

 

 

 

  როგორ ვათხოვნინოთ ცოლობა შეყვარებულს?

 

 

 

  ჭკვიანები, რომლებიც მანქანებს "საუკეთესოდ აყენებენ"

Категория: რჩევები | Просмотров: 61 | Добавил: populars | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0