Главная » 2017 » მაისი » 8 » ადამიანმა, რომელმაც 669 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, არ იცოდა, რომ ისინი მის ირგვლივ ისხდნენ. აი, რა მოხდა სატელევიზიო შოუში..../ვიდეო
13:16
ადამიანმა, რომელმაც 669 ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა, არ იცოდა, რომ ისინი მის ირგვლივ ისხდნენ. აი, რა მოხდა სატელევიზიო შოუში..../ვიდეო

ყველას სჭირდება გმირები, დგება რთული დრო და ზუსტად ასეთი ხალხის იმედი გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი გმირია ბრიტანელი სერ ნიკოლას უინტონი. 

მეორე მსოფლიო ომის დროს მან შეძლო და უშველა 669 ებრაელ ბავშვს ოკუპირებული ქვეყნებიდან. როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა, მათთვის დახმარების თხოვნა დაიწყო და ბრიტანელ ოჯახებს მოუწოდებდა მიეღოთ ეს ბავშვები...

სამაშველო ოპერაცია გულმოდგინედ იყო დაგეგმილი, მისთვის 8 მატარებელი დასჭირდათ. ეს ოპერაცია იყო სრულიად საიდუმლო, უინსტონს მის შესახებ მისი მეუღლისთვისაც კი არაფერი უთქვამს. 



 

mogo.ge


უინსტონი გარდაიცვალა 2015 წელს, ის იყო 106 წლის, მაგრამ ეს მოვლენა, რომელიც მოხდა BBC-ის გადაღების დრო 1988 წელს სამუდამოდ დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში. 

გადაღების დროს ის იჯდა აუდიტორიაში, მის ირგვლივ ისხდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში გადაარჩინა, მაგრამ მანამ სანამ ისინი ფეხზე არ დაუდგნენ, თავად გმირმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. 



და როგორ მოხდა ეს? მისმა მეუღლემ, გრეტამ იმ 669-ვე ადამიანს გადაუგზანა წერილი, რომლებიც გადარჩენილთა სიაში იყვნენ. მან 200-ზე მეტი პასუხი მიიღო, ბევრი დათანხმდა მიეღო მონაწილეობა ასეთ მოვლენაში. გრეტამ, ისევე როგორც ოდესღაც მისმა მეუღლემ, ყველაფერი საიდუმლოდ შეინახა.

მამაკაცს ცრემლები წამოუვიდა, როდესაც მიხვდა, რომ მის ირგვლივ სხედან ადამიანები, რომლებიც გადაარჩინა, რომელთა სიცოცხლეც მისი სიმამაცის წყალობით გაგრძელდა. წარმოუდგენელი ისტორიაა!

წყარო: missmodern.ru

 

 


 


Категория: რედაქტორის რჩევით | Просмотров: 1912 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar